ჩვენ ვამაყობთ რეპუტაციით, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ძალისხმევის საფუძველზეა შექმნილი. ხარისხი და დროული მომსახურება ჩვენი ძირითადი ღირებულებებია, რაც ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. თითოეული უნიკალური პროექტისთვის პერსონალიზებული მიდგომა საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ღია და ეფექტური თანამშრომლობა ჩვენს კლიენტებთან. პროფესიონალიზმი ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, შესაბამისად ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ცდილობს მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებას და თანამედროვე მიღწევების პრაქტიკაში დანერგვას.
რატომ ჯითი?
კომპანიის ღირებულებები
თქვენ გჭირდება გამოცდილი გუნდი, რომელსაც ენდობით.
ჩვენი გუნდი ზუსტად აანალიზებს სანდოობის მნიშვნელობას სამშენებლო სფეროში, ამიტომაც ვაძლევთ თავს უფლებას ვიამაყოთ ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაო პროცესით და მადლიერი კლიენტებით. მრავალწლიანმა გამოცდილებამ და მიზანდასახულ პროფესიონალთა გუნდმა მოგვცა შესაძლებლობა ჩამოგვეყალიბებინა საიმედო გუნდის რეპუტაცია, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო ნებისმიერ მომენტში. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა გჭირდება, ტოპოგრაფიული რუკის შედგენა, დაკვალვა თუ მშენებლობის მონიტორინგი შეგიძლია ყველაფერი მიანდო პროფესიონალებს და მიიღო შედეგი, რომელიც უკვე წლებია ჩვენი სავიზიტო ბარათია.
თქვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და დრო.
ხარისხი კომპანია ჯითის ენერგეტიკული ბირთვია. ჩვენ ღრმად გვწამს რომ ყველა ტიპის მომსახურება, რომელსაც კლიენტებს ვუწევთ, შესაბამისი უნდა იყოს სიზუსტის და ეფექტურობის იმ სტანდარტის, რომელსაც ევროპული სტანდარტი ეწოდება. ჩვენი გუნდის ლიცენზირებული სპეციალისტები ყოველთვის იყენებენ თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგიებს და ნერგავენ ახალ მიდგომებს, რაც მათ საშუალებას აძლევს დრო და ხარისხი ერთმანეთის მოკავშირეებად აქციონ. გარდა ამისა ჩვენი გუნდი გამორჩეულად დიდ ყურადღებას უთმობს უმცირეს და უმარტივეს დეტალებსაც კი, რაც განსაკუთრებულად საიმედოს ხდის ჩვენს ნამუშევარს.
თქვენ გჭირდებათ ადამიანი ვისთანაც გააღრმავებთ თანამშრომლობას
კომპანია ჯითი ყოველთვის იღებს პასუხისმგებლობას კლიენტების წინაშე მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე. ჩვენ გვესმის რომ თითოეული პროექტი უნიკალურია და მოითხოვს პერსონალიზირებულ მიდგომას, ამიტომაც ჩვენი გუნდი ყოველთვის ითვალისწინებს დამკვეთის საჭიროებებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს. ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს გახსნილი ურთიერთთანამშრომლობა და კოორდინირებული სამუშაო პროცესი, რათა დავრწმუნდეთ, რომ კლიენტმა მიიღო ის რაც სურდა. კომპანია ჯითის მომსახურება სცდება მხოლოდ ერთი პროექტის ფარგლებს, რადგან ჩვენ ვისწრაფით ურთიერთობის გაღრმავებისაკენ, რომელიც ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზეა აგებული.
თქვენ უპირატესობას ანიჭებთ პროფესიონალიზმს
პროფესიონალიზმი ჩვენი კომპანიის ღირებულებების მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ხარისხიანი პროდუქტის უკან, პროფესიონალთა გუნდის მუხლჩაუხრელი შრომა იმალება, ამიტომაც გადავწყვიტეთ, გუნდი დაგვეკომპლექტებინა გამოცდილი, კვალიფიციური და რაც მთავარია სანდო პროფესიონალებისაგან, რათა შეგვექმნა კომპანია, რომელიც გაუმკლავდებოდა ნებისმიერი სირთულის მქონე სამუშაოს და დააწესებდა მომსახურების ახალ სტანდარტს. ჩვენი სპეციალისტთა გუნდი ყოველთვის ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვეობის ახალ მიღწევებსა და მიდგომებს, ასევე გააუმჯობესოს ბაზარზე არსებული სიტუაცია და უბრალოდ გაგიწიოთ ყველაზე ხარისხიანი მომსახურება.
როგორ გამოიყურება გეოდეზიის მომავალი ?
გეოდეზია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა, მან ისტორიის მანძილზე უამრავი ტრასნფორმაცია განიცადა და დღესაც განიცდის. ანტიკური ცივილიზაციებიდან მოყოლებული უბრალო თოკები და ხის ჯოხები დღეს კომპლექსურმა ტექნოლოგიებმა და პროგრამებმა ჩანააცვლა, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესი კიდევ უფრო იმედის მომცემი და საინტერესოა. დღეს სამეცნიერო საზოგადოებაში აქტიურად მიდის საუბარი იმაზე თუ როგორი იქნება გეოდეზიის მომავალი. მეცნიერები ფიქრობენ რომ დარგის განვითარებაში ერთ-ერთ გარდამტეხ როლს აეროგრაფია შეასრულებს, რისთვისაც უკვე აქტიურად იყენებენ დრონების სისტემას, მათ შორის ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველია, ვინც ქართულ ბაზარზე დრონით მომსახურება დანერგა.
რა პრობლემებია გეოდეზიურ დარგში ?
დღეს-დღეობით მშენებლობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი სფეროა, თუმცა სამშენებლო სექტორის ასეთი ტემპებით ზრდა ბუნებრივია წარმოშობს გარკვეული სახის პრობლემებს ამ დარგის თითქმის ყველა ნაწილში, როგორც არქიტექტურულ და კონსტრუქციულ, ასევე გეოდეზიურ, გეოლოგიურ და დენდროლოგიურ ასპექტებში. დღეს გვინდა განვიხილოთ თუ…
რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სექტორი და რითია ეს ყველაფერი გამოწვეული ?
ჩვენი პარტნიორები

